ბიოგრაფია

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ხაშურში, 1968 წელს. დაამთავრა ქ.ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. 2002 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს ჟურნალისტად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, გაზეთებში „ალია“, „რეზონანსი“, „ჯორჯიან თაიმსი“, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში.

მისი, როგორც საბავშვო მწერლის დებიუტი შედგა 2003 წელს, ჟურნალ “დილის” მიერ ორგანიზებულ კონკურსში “ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში”. ამის შემდეგ ავტორი სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებში გამოცემებში: “არილი”, “პარნასი”, “ჩვენი მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”, “ალტერნატივა”, საბავშვო პერიოდულ გამოცემებში “დილა”,”ჯეჯილი”, “ციცინათელა”, “12 მტრედი”, “12-მდე”, “ნაკადული”, “ანო და ვანო” და სხვ.

“პირველი საბავშვო წიგნი „სატკბილეთის ქვეყანა“ გამოიცა 2004 წელს (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ამავე წელს გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა ავტორის პროზაული კრებული „ფატია“, რომლიც გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული კრებული“.

“ირმა მალაციძის მოთხრობა “სოლომონა”, რომელიც შეიქმნა ლიტერატურული კონკურისს ფარგლებში “პენ-მარათონი 2003”, შესულია საუკეთესო ათეულში;

გაზეთ “ჩვენი მწერლობის” მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში “ლუარსაბ თათქარიძე” საუკეთესო ოცეულში შევიდა ირმა მალაციძის მოთხრობა “ტორტი”;

ირმა მალაციძის მოთხრობები შესულია სხვადასხვა კრებულში “წლის 15 საუკეთესო მოთხრობა” (2005წ.), “ქალი _ სახე და პრობლემა”, “დილა-100”, “ხიდი” და სხვა.

2006 წელს ირმა მალაციძემ პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად ჩამოაყალობა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ფონდის ინიციატივით საქართველოში დაარსდა ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი), დაარსდა “საბავშვო ლიტერატურის ალმანახი“, განახორციელა არაერთი პროექტი. 2013 წელს ფონდის ორგანიზებით შეიქმნა ვებ-გვერდი “ჩემი სამყარო” განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი 2010 წლის ოქტომბერში შევიდა ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო ლიტერტურული პრემიის ნომინანტთა სიაში.

ირმა მალაციძე 2020-2021-2022 წლებში გახდა ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო ლიტერტურული პრემიის ალმას ნომინანტი.

პროექტები

  • 2019-2020 საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის „შოკოლიტი“ დამაარსებელი და მთავარი რედქტორი.
  • ირმა მალაციძე: ჩემს მიზანს წარმოადგენს  ბავშვებს უფრო მეტად შეუყვარდეთ წიგნები და კითხვა. სწორედ ამიტომ, როდესაც ჟურნალის სათაურს ვარცევდით, გვინდოდა ისეთი სახელი მოგვეფიქრებინა, რომ მასში გაერთიანებული ყოფილიყო ლიტერატურა და ის ტკბილეული, რომელიც ბავშვებს ზალიან უყვართ. ვიფიქრეთ, რომ ეს არის შოკოლადი. ამ ორი სიტყვის დაკავშირებით კი მივიღეთ „შოკოლიტი“ (შოკოლადი+ლიტერატურა). ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობენ ცნობილი საბავშვო მწერლები და მხატვრები. გვაქვს უამარავი საინტერესო რუბრიკა. მაგალითად „ლიტფუღურო“, „მოგზაურობა“, „კულინარია“, ხელსაქმე“, „კინომანი“ და ბევრი სხვა, რომელიც ნებისმიერ თემას წიგნებთან და გმირებთან აკავშირებენ. იმისათვის, რომ ბავშვმა შეავსოს კროსვორდი, ამოსხნას რებუსი ან წაიკიტხოს ესა თუ ის რუბრიკა, მას მოუწევს რომელიმე წიგნის შესახებ ინფორმაციის მირება და მომავალში წაკითხვა.“
  • 2006 წელს ავტორმა გამახორციელა საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან” ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები). აუდიო-კასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
  • არის ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დაკვეთით (2004);
  • “მეზღაპრის სახლი” _ აუდიოალმანახი საბავშვო მწერლების გახმოვანებით, (2008);
  • თოჯინების მინი-თეატრის “მეზღაპრის სახლის” დამაარსებელი;
  • შვედურ მხარესთან ერთად ორგანიზებას უწევდა საბავშვო ლიტერატურის ქართულ-შვედურ სემინარს, რომელიც ჩატარდა ორ ეტაპად _ 2009 წ. ნოემბერში _ თბილისში და 2010 წ. მაისში _ სტოკჰოლმში.
  • ჩართულია თბილისში ინოვაციური ქართულ-შვედური საბავშვო ბიბლიოთეკის შექმნის პროექტში;
  • საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ეგიდით ორგანიზებას უწევდა შვედურ-ქართული სემინარსა და ვორკ-შოფს თემაზე “საბავშვო ბიბლიოთეკები”;

 

ბიბლიოგრაფია

  • „ზუზუნები და ღუტუნები“ (გამომცემლობა არტანუჯი, 2021)
  • „ჩვენი სცენა“ (გამომცემლობა „მანდარინი“, 2022)
  • „აფრინდა, აფრინდა, იხვი აფრინდა“     (გამომცემლობა „მანდარინი“, 2021)
  • „ოთხი ჯადოსნური დრო“ (გამომცემლობა „მანდარინი“, 2021)
  • „ანა-ბანა რითმოცანა“ (გამომცემლობა „მანდარინი“, 2022)
  • ანბან-რითმოცანები (გამომცემლობა „მანდარინი“, 2021)
  • საახალწლო რითმოცანები (გამომცემლობა „მანდარინი“, 2021)
  • „სატკბილეთის ქვეყანა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2004)
  • „ფატია“ (პროზაული კრებული. გამომცემლობა “სიესტა”, 2004)
  • „ქერამუჭას სკოლა” (საბავშვო პროზა, გამომცემლობა „თორი“, 2005)
  • ვლადიმერ ვისოცკი „ვენური არდადეგები“ (თარგმანი, გამომცემლობა „სიესტა“, 2009წ)
  • „ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” (საბავშვო პროზა, გამომცემლობა „პეგასი“, 2009)
  • „სამშვენიეროს ლამაზმანები” (საბავშვო პროზა,  გამომცემლობა „შემეცნება“, 2010)
  • „ციყვის მინი-მარკეტი” ( გამომცემლობა „გორგა”, 2009)
  • „მე მინდა ვიყო...” (გამომცემლობა „გორგა“, 2009)
  • „საბავშვო პიესების კრებული” (გამომცემლობა „უნივერსალი”, 2011)
  • „ანა-ბანა“  (სახალისო ანბანი გამოცანებით, საბავშვო პოეზია, 2012)
  • „ხელნაკეთი ზღაპრები” (საბავშვო პროზა,  გამომცემლობა „საუნჯე”, 2013)
  • „ექიმი კოდალა” (თერაპიული ზღაპრები) (საბავშვო პროზა,  გამომცემლობა „არტანუჯი “ 2016)
  • „ანდაზები-არაკები” (საბავშვო პროზა,  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2016)
  • „ციყვის სუპერმარკეტი“  (G-pride)
  • „ციყვი კატოს ორშაბათი“ (G-pride)
  • „კუსუნას ციხე-სიმაგრე“ (G-pride)
  • „კუ და კატა“ (G-pride)
  • „წუნია ფინჯანი“ (G-pride)
  • „ვასა- ჩაძირული ხომალდი“ (G-pride)
  • „3 დ“ (G-pride)
  • „სტივ ჯობსი“ (G-pride)
  • „ქოლგა“(G-pride)
  • „სარეცხი მანქანა“(G-pride)
  • „კომპასი“(G-pride)
  • „ვარსკვლავსანთლები“(G-pride)
  • „დორემიუს სოლასი“ (G-pride)
  • „ჩემი სახლი“ („საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი“, 2017)
  • „მომღერალი ბაყაყი“ („საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი“, 2017)
  • „სატკბილეთის ქვეყანა“   (საბავშვო პროზა,  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018)
  • „მურაბა“ (I ბლოკი, Mac Georgia, 2019)
  • „ონავარი ბაჭიები“  (I ბლოკი, Mac Georgia, 2019)
  • „კუ და სირაქლემა“ (I ბლოკი, Mac Georgia, 2019)
  • „მაისის ხე“  (I ბლოკი, Mac Georgia, 2019)

 

თარგმანი:

ვლადიმერ ვისოცკი „ვენური არდადეგები“ (თარგმანი, გამომცემლობა „სიესტა“, 2009წ)

 

საბავშვო პიესები:

  • „სატკბილეთის ქვეყანა” - ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი (2009);
  • „ვირიკელას მეჯლისი“ - გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
  • „წითელი, ყვითელი, მწვანე“- საბავშვო თეატრი „მულტი-პულტის სამყარო” (2007;
  • „თავქუდმოგლეჯილი ბიჭის ამბავი” - ქუთაისის თოჯინების თეატრი(2011);
  • „სატკბილეთის ქვეყანა” - ხაშურის თოჯინების თეატრი(2014);
  • „საახალწლო აურზაური საზღაპრეთში“ -საბავშვო თეატრი „მულტი-პულტის სამყარო” (2015);
  • „სამშვენიეროს ლამაზმანები“ - ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკის თეატრალური სტუდია (2016);
  • „სატკბილეთის ქვეყანა“ - ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა-პანსიონის საბავშვო თეატრი (2013);
  • „სატკბილეთის ქვეყანა“ - ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის თეატრალური სტუდია;
  • „საახალწლო ზრაპარი“ - თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თოჯინების თეატრი;
  • „სატკბილეთის ქვეყანა“ - საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“.
  • „სამი გოჭი“ - საბავშვო თეატრი „მულტი-პულტის სამყარო” (2007);

 

ჯილდოები და პრემიები:

„Pen მარათონი 2020"- საუკეთესო ათეული;

„პენ-მარათონი 2018“ - პირველი ადგილის მფლობელი;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურული პრემია პროქტისათვის „ჟურნალი  - თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“ – 2018 წ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურული პრემია პროქტისათვის „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“ – 2017 წ.

საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო“ - II პრემია;

მურმან ლებანიძის სახელობის ლიტერატრუული კონკურსი „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ - მე- I I I პრემია.

ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“ - ფინალისტი (2015)

ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“ - ფინალისტი (2014)

ჟურნალი „დილის“ პრემია - „ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში” - პირველი ადგილის მფლობელი;

ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი”- I ადგილი (2014);

ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი”- I ადგილი (2013);

„ლიტერატურატურული მესხეთის“ პოეზიის კონკურსი - I ადგილი;

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ 2008 - ფინალისტი.

ლიტერატურული კონკურსი „წერო“ 2014 - ფინალისტი.

ლიტერატურული პრემია „საბა 2004“ - ნომინანტი;

ლიტერატურული მარათონის „თუთა“ - ფინალისტი;

ლიტერატურულ კონკურსი „ლუარსაბ თათქარიძე“ - ფინალისტი;

„Pen მარათონი 2003" -  საუკეთესო ათეული;

ლიტერატურული კონკურსის „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ - III ადგილი;

ლიტერატურული კონკურსი „ხვარამზეობა” - ფინალისტი;

„ლექსების გამოფენა” - ფინალისტი;

 

კრებულებში შესული ნაწარმოებები:

„გუნდა“ - ქართველ და აფხაზ მწერალთა ნაწარმოებებია კრებული „ხიდი“ (2007);

„ფატია“ - ანთოლოგია „ქალი სახე და პრობლემა“  („კავკასიური სახლი“)

„ნაპირი“ -  ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი-2014“ კრებული;

„სოფელი“ - ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი , (2016 კრებული);

„პოლიეთილენის პარკის სიმღერა“ - ლიტერატურული კონკურსის „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“, კრებული (2016) ;

„ერთი წამი სიყვარული“ - ლიტერატურული მარათონი „თუთა“, კრებული (2015) ;

„ჩემი ძვირფასი ლოლიტა მასწავლებელი“ - ლიტერატურული კონკურსი „წერო-2014“, კრებული;

„მაკოს მზითევი“ - „ საუკეთესო ქართული მოთხრობა-2005“  (კრებული);

საბავშვო ლექსები - ლიტერატურული კონკურსი „წერო-2008“  (კრებული);

„ფაიფურის გოგონა“ – კრებული  „39 რჩეული მოთხრობა“ (კრებული);

საბავშვო ლესები - „50 საუკეთესო ლექსი“ (გამომცემლობა „ლოგოს პრესი“)

საბავშვო ლექსები - „საბავშვო ლექსების კრებული“

„გუგულის სახლი“ – (გამომცემლობა „ლოგოს პრესი“)

„ხილთა ქება“ – საბავშვო ლიტერატრული კონკურსი „ბუკნაჭო“  (კრებული, 2017)

საბავშვო ლექსები - „მზე შინა“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი,

2010)